სტერლინგის მადრიდში გადასვლის შანსი დიდია
ბრიტანული გამოცემების ცნობით, რაჰიმ სტერლინგი „სიტიში“ დარჩენას არ აპირებს და ნებისმიერ ვარიანტს განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე დიდ აქტიურობას „რეალი“ იჩენს...
ინგლისელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 400 წუთზე ცოტა მეტი დაჰყო მოედანზე. ფაქტია, რომ გუარდიოლა მას აღარ ენდობა, ხოლო მოედანზე შესვლის შემთხვევაში ხშირად არასტანდარტულ პოზიციაზე ასპარეზობს.
რაჰიმს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომავალი მომდევნო ზაფხულს ყველა ვარიანტში გაირკვევა.
Daily Express-ის ცნობით, „ბლანკოსს“ სტერლინგის შეძენა 80 მილიონ ევროდ შეეძლება და ეს სავსებით სერიოზული და რეალურია.
- 15 ოქტომბერი 2021
- 913
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.