პოგბას ტრანსფერი - ან ახლა ან არასდროს!
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და გენერალური დირექტორი, ხოსე ანხელ სანჩესი პოლ პოგბას ტრანსფერზე განსაკუთრებულად მუშაობენ.
რამ განაპირობა ასეთი მიდგომა? იმან, რომ ფრანგის მადრიდში გადასვლა რამდენჯერმე ჩაიშალა და დღეს პოგბა უკვე 28 წლის არის. თუ 2022 წლის ზაფხულში ფრანგი ნახევარმცველი მადრიდისტა არ გახდება, „ბლანკოსი“ მისთვის ბრძოლაში აღარასდროს ჩაებმება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლი მანჩესტერ „იუნაიტედთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმება ვერ შედგა.
იმ შემთხვევაში თუ პოგბა მადრიდელი გახდება, წლიური ხელფასის სახიტ 15.5 მილიონი ევრო განესაზვღება, კონტრაქტი კი 5 წლიანი იქნება.
- 14 ოქტომბერი 2021
- 1 149
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.