ოფიციალურად - სერხიო რამოსი ისევ ტრავმირებულია!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, სერხიო რამოსი ისევ ტრავმირებულია და მისი მოედანზე ამ კვირას დაბრუნების შანსი არ არსებობს.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ესპანელ ლეგენდას მინიმუმ 10 დღიანი ინდივიდუალური ვარჯიში მოუწევს იმისთვის, რომ გუნდთან ერთად მზადების უფლება მიიღოს.
რაც შეეხება მოედანზე გასვლას, ექიმებს უჭირთ სერხიოსთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, ვინაიდან ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.
მიუხედავად სერხიოს მხრიდან არსებული პროტესტისა, სამედიცინო შტაბი ფეხბურთელს მოედანზე გასვლის უფლებას არ აძლევს, ვინაიდან დიდი რეციდივის შანსი.
არაოფიციალური და დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამოსი მოედანზე 1 თვე მინიმუმ ვერ გავა.
- 14 ოქტომბერი 2021
- 1 105
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.