ფლორენტინო პერესს კიდევ ერთი მბაპე სურს, მაგრამ „პსჟ“ პრობლემას ქმნის
კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ უმთავრესი სატრანსფერო პრიორიტეტია და ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს მასთან იანვარში წინასწარი კონტრაქტის გასაფორმებლად, თუმცა არსებობს დამატებითი გარემოებებიც, რაც პრობლემას ქმნის...
კილიანის ძმა ეთან მბაპე ასევე „პსჟ“-ს ასაკობრივი გუნდის ღირსებას იცავს, ის მალე 15 წლის გახდება.
ეთანი პარიზში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ფლორენტინოს მისი მადრიდში გადაყვანა ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან პარიზულ მხარესთან ყოველგვარი დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
თუ მბაპე „რეალში“ გადავა, მისი ოჯახიც ესპანეთის დედაქალაქში გადავა საცხოვრებლად, თუმცა სად იცხოვრებტ პატარა ეთანი? ახალგაზრდა ფეხბურთელს „პსჟ“-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.
პერესი ეთანის დამატებაზეც ფიქრობს, მაგრამ იცის, რომ პარიზი ამ წინადადებას არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება.
- 14 ოქტომბერი 2021
- 1 056
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.