შესანიშნავი ინფორმაცია მადრიდის რეალში
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა იანვრის თვეში ტონი კროოსთან და ლუკა მოდრიჩთან მოლაპარაკებებს დაიწყებს...
ამ გზით ფლორენტინო პერესს „ნიუქასლიდან“ და კიდევ რამდენიმე გუნდიდან მომავალი რისკების დაზღვევა სურს. მოდრიჩს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი მომდევნო წლის 30 ივნისს ეწურება, ხოლო კროოსს 2023 წლის 30 ივნისს.
პრეზიდენტ პერესს სურს, რომ ლუკიტასთან შეთანხმება კიდევ 1 წლით გაახანგრლივოს, ხოლო კროოსი გუნდში 2024 წლის 30 ივნისამდე დატოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით, იურისტებმა ახალი კონტრაქტის მომზადების და მხარეებთან კონსულტაციის დავალება უკვე მიიღეს და ყველაფერი ცნობილი იანვარში გახდება.
- 13 ოქტომბერი 2021
- 3 541
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.