პოგბა „რეალში“ მიდის - სატრანსფერო დეტალები ცნობილი გახდა!
პოლ პოგბა მადრიდის „რეალს“ სერიოზულად მიუახლოვდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის აგენტმა კონტრაქტის პირობები შეათანახმა...
5 წლიანი ხელშეკრულების პირობებში, ფრანგი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება, კონტრაქტის ამოწურვამდე ნებისმიერ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კი, ფრანგი მოთამაშე დამატებით 7 მილიონს მიიღებს ბონუსის სახით. 
პოლსა და მანჩესტერ „იუნაიტედს“ შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე მიმდინარეობდა, მაგრამ როგორც სჩანს, პოლს პრემიერლიგაში დარჩენა აღარ სურს.
- 13 ოქტომბერი 2021
 - 1 815
 - 3
 
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

          


