„მბაპემ და ერლინგ ჰოლანდმა მადრიდის „რეალთან“ შეთანხმებას მიაღწიეს“-მაროტო
„ას“-ის ანალიტიკოსი, ხუაკუნ მაროტო, რომელიც მადრიდის „რეალშიც“ წლების მანძილზე მუშაობდა და ფლორენტინო პერესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, აცხადებს, რომ კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდის „მერენგების“ რიგებში ტრანსფერი გადაწყვეტილია...
„ეს არის დახურული საკითხი. მადრიდის „რეალმა“ შეთანხმებას მიაღწია, როგორც კილიან მბაპესთან, ასევე ერლინგ ჰოლანდთან. ეს ორი უძლიერესი წინახაზელი სამეფო კლუბის რიგებს გააძლიერებს, რაც შედეგებზეც მალევე აისახება.“
„ფინანსურ დეტალებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.“
- 12 ოქტომბერი 2021
- 2 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.