კურტუა:„ჩვენ ყველას ფეხებზე ვკიდივართ, ეს უნდა დასრულდეს“
ტიბო კურტუამ სკანდალური განცხადება გააკეთა. ბელგიელი მეკარე არსებული გრაფიკით აღშფოთებულია...
„ფეხბურთელები რობოტები არ არიან. ჩვენ ადამიანებთან გვაქვს საქმე, მაგრამ რატომღაც ამას არავინ ითვალისწინებს. რატომ იმატებს ტრავმები? იმიტომ, რომ გრაფიკი არანორმალურია.“
„მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ნოემბერში ჩატარდება. იცით რას ნიშნავს ეს? ზაფხულში მოთამაშეებს ნორმალური დასვენების საშუალება არ მიეცემა. საკლუბო პრე-სეზონი მალევე აიღებს სტარტს და წლის ბოლოსკენ მთელი ყურადღება ნაკრებებზე გადავა.“
„ჩვენზე არავინ ზრუნავს. „უეფას“ ფეხებზე ჰკიდია, რას უძლებენ ფეხბურთელები, რაც დაუშვებელია.“
- 11 ოქტომბერი 2021
- 5 381
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.