პერესი ჰოლანდის ტრანსფერში დარწმუნებულია
ფლორენტინო პერესს სჯერა, რომ ელრინგ ჰოლანდი სწორედ მადრიდის „რეალს“ აირჩევს და არა სხვა კლუბებს...
„სიტი“, „ბარსელონა“, „პსჟ“, „ბაიერნი“ და კიდევ ბევრი სხვა კლუბი ნორვეგიელის მიმართ ინტერესს იჩენს, მაგრამ მადრიდის „რეალი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და ფლორენტინო პერესს სჯერა, რომ 2022 წლის ზაფხულამდე ვითარება არ შეიცვლება.
„რეალს“ არ შეუძლია ნორვეგიელს ის პირობები შესთავაზოს, რასაც „სიტი“ და „პსჟ“ წამოაყენებენ, მაგრამ „ბლანკოსს“ სჯერა საკუთარი ავტორიტეტის და ტრადიციების. ჰოლანდს სწორედ „თეთრი“ მაისურის მორგება სურს.
რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერლინგ იმ კლუბში სურდა თამაში, სადაც უდავო ლიდერის სტატუსს მოირგებდა, „რეალი“ კი გათვლას მბაპეზე აკეთებს, თუმცა პერესის აზრით ეს სისულელეა. „მერენგებს“ სურთ, რომ არა კონკრეტულ ფეხბურთელზე, არამედ გუნდურ სულისკვეთებაზე ააწყონ ახალი „გალაქტიკო“, სადაც მბაპე და ჰოლანდი მთავარი შემსრულებლები იქნებიან.
- 10 ოქტომბერი 2021
- 525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.