კამავინგა:„ბენზემას და მოდრიჩის საქციელს არასდროს დავივიწყებ“
ედუარდო კამავინგამ მადრიდის „რეალში“ გატარებულ ერთ თვესა და ადაპტაციაზე ისაუბრა...
„მადრიდის „რეალი“ სულ სხვა განზომილებაა. ვერასდროს მიხვდები გარედან იმ სიტუაციას, რაც აქ სუფევს. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე კლუბის ნაწილი გავხდი.“
„ბენზემას და მოდრიჩის საქციელს არასდროს დავივიწყებ, მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს ადაპტაციაზე. ვერ დაგიმალავთ, ესპანურად მეტყველება ჯერ-ჯერობით მიჭირს, მათ მასწავლებლის როლიც კი შეითავსეს. თანაგუნდელების დახვედრას ნამდვილად ვაფასებ.“
„მბაპე და ფრანგი ფეხბურთელები „რეალში“? ვოცნებობ, რომ კილიანი მადრიდისტა გახდეს, თუმცა ჩემი საქმე ფეხბუღთის თამაშია, გუნდს კი ხელმძღვანელობა აკომპლექტებს.“
- 9 ოქტომბერი 2021
- 4 873
- 18
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.