გეგმა შესრულდება - წინ მბაპეს და ჰოლანდის ტრანსფერებია!
ჯერ კიდევ 2020 წელს ფლორენტინო პერესმა მიზნად ედუარდო კამავინგას, დავიდ ალაბას, ერლინგ ჰოლანდის და კილიან მბაპეს დამატება დაისახა...
ავსტრიელი და ფრანგი უკვე იცავენ „ბლანკოსის“ ღირსებას, წინ ძალიან საინტერესო და „მარათონული“ სატრანსფერო მოლაპარაკებები გველის. DC-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებების სრულყოფა, როგორც ჰოლანდის, ასევე მბაპეს წარმომადგენლებთან.
ორივეს კონტრაქტი 6 წლიანია, ანაზღაურება კი საკმაოდ მაღალი. პერესი ფეხბურთელების დათმობას არავისთვის არ აპირებს და საკუთარ გუნდს მაქსიმალური მოტივაციით ამუშავებს.
პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, ლოტინთან დაკავშირებით იანვარში ბევრი რამ უნდა გახდეს ცნობილი, ჰოლანდის ტრანსფერს კი წერტილი ზაფხულში დაესმება, „მერენგები“ მასში 75 მილიონ ევროს გადაიხდიან.
- 8 ოქტომბერი 2021
- 1 818
- 18
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.