გონსალო იგუაინის ინტერვიუ

გონსალო იგუაინმა ისაუბრა წინასასეზონო მომზადების შესახებ

დაისვენეთ ჩრდილოამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ?

თავს კარგად ვგრძნობ დასვენების და ძილის შემდეგ.

რას ნიშნავს თქვენთვის ორი გატანილი გოლი ვაშინგტონთან?

მე ვიყავი გახარებული.ყველა თავდამსხმელს სურს გაიტანოს ბევრი გოლი,მაშინ როცა გუნდში დიდი კონკურენციაა.გახარებული ვარ,რადგან ვისარგებლე შანსით,რომელიც პელეგრინმა მომცა და არ გავუცრუე იმედები.

როგორი შეხვედრა გქონდათ აეროპორტში მარადონასთან?
ყველაფერმა კარგად ჩაიარა.მე არ ვიცოდი,რომ არგენტინელებს რუსებთან ჰქონდათ თამაში,ამიტომ სასიამოვნოდ გამიკვირდა,როცა თანამემამულეებს შევხვდი.მე მივესალმე გუნდის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს.აგრეთვე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი მარადონას.

თქვენ ისევ გაქვთ არგენტინის ნაკრებში თამაშის იმედი?

ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ნაკრებზე ვფიქრობ.არ მესმის რატომ მაკავშირებენ სხვა ნაკრებებთან.

თქვენ არავინ შეგხმიანებიათ საფრანგეთის ნაკრების შტაბიდან?

არა,მე არანაირი კონტაქტი არ მქონია მათთან.მსოფლიო ჩემპიონატზე მსურს ვითამაშო არგენტინის ნაკრების მაისურით.

რა შეგიძლიათ თქვათ გუნდის ახალწვეულებზე?რა იგრძენით,როცა გუნდში ბენზემა,რონალდო და კაკა მოვიდნენ?

მე ძალიან გახარებული ვიყავი.ახლა გუნდში იქნება ჯანსაღი კონკურენცია.ისინი არიან მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელები და დაეხმარებიან გუნდს ტიტულების მოპოვებაში.

წინასასეზონო მატჩების დროს ძნელია მიხვდე როგორი ტაქტიკით ითამაშებს "რეალი".ახლანდელი ტაქტიკა ასე გამოიყურება:4–2–2–2

თავდასხმის ხაზი მუდამ გადაადგილდება მოედნის ცენტრში,ამიტომ ჩვენ მუდამ გვაქვს დიდი სივრცე.მაგრამ ჩვენ ვიცით,რომ თავდამსხმელები ითვლებიან გუნდის პირველ მცველებად,ამიტომ ჩვენ არ ვივიწყებთ დაცვას.

და როგორ წარიმართება გუნდის შეტევა?

ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ბევრი და ერთმანეთს კარგად გავუგოთ.ეს ყველაფერი გამოჩნდება შუა შემოდგომაზე.

თვლით,რომ იმყოფებით არა ხელსაყრელ მდგომარეობაში?თქვენ ხომ რამონ კალდერონის პრეზიდენტობის დროს მოხვედით გუნდში..

მე არ მსურს გავამახვილო ამაზე ყურადღება.მსურს დავარწმუნო მწვრთნელი,რომ შეუძლია მენდოს.

რა იცით ფლორენტინო პერესის შესახებ?

მე ვიყავი 13 წლის,როცა ის პირველად მოვიდა "რეალში" 2000 წელს.პირველად მან ფიგუ გადმოიყვანა,ხოლო შემდგომ ზიდანი და რონალდო.მე უკვე ვთვლიდი "რეალს" ისეთ გუნდად,რომელსაც ყველა უნდა შებრძოლებოდა.პერესი დაეხმარება გუნდს დასახული მიზნების განხორციელებაში.

რა ისწავლეთ რაულისგან?
მე მისგან ისევ ვსწავლობ.მიუხედავად ყოველი გოლისა,გამარჯვებისა,რაული აგრძელებს მუშაობას.მე მაოცებს ის.

რა შეგიძლიათ თქვათ კრისტიანო რონალდოზე?


ის შესანიშნავი ფეხბურთელია,რომელმაც დაიმსახურა "ოქროს ბურთი".გუნდის ყველა წევრი ვეხმარებით მას ადაპტაციის გავლაში.ის შესანიშნავი ადამიანია.

მისმა ქცევებმა გაგაოცათ?

არა,რადგან მე არ ველოდი,რომ ის იქნებოდა სხვა.ის უბრალოდ გუნდის ახალი ფეხბურთელია.მოედანზე ის ყოველთვის ცდილობს გაცდეს ფეხბურთელს,აჯობოს მას.ის ძალიან სწრაფია.ერთი–ერთზე ფაქტიურად შეუჩერებელია.

თვლით რაულს მთავარ კონკურენტად ძირითადისთვის ბრძოლაში?

არა,ყველა მოთამაშე თავისებურად კარგია.ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ვან ნისტელროი და ნეგრედო,რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ მწვრთნელის ნდობა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

  • faqo
  • 13 აგვისტო 2009
  • 3 054
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)