ედენ აზარმა ისევ ტრავმა მიიღო!
ედენ აზარმა საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში დაზიანება მიიღო და მოედანი დისკომფორტით დატოვა.
ბელგიელი შემტევი ვერა და ვერ აღწევს თავს ტრავმიანობას, რაც მის სათამაშო კონდიციაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.
მომდევნო 24 საათის განმავლობაში ედენი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა ზუსტად დადგინდეს, რამდენ ხანს გამოტოვებს „რეალის“ ფეხბურთელი.
ეს ამბავი ანჩელოტისთვის ძალიან მძიმედ მოსასმენი იყო, ვინაიდან „ბლანკოსს“ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ურთულესი მატჩები ელის.
- 8 ოქტომბერი 2021
- 1 698
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.