კროოსი მინი პრე-სეზონს გადის
ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ანტონიო პინტუსი და კარლო ანჩელოტი ტონი კროოსთან სერიოზულად მუშაობენ.
სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ გერმანელი ფეხბურთელი მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს ოპტიმალურ კონდიციას, ამისთვის კი სპეციალური პროგრამაა შექმნილი, რომელსაც ტონი დეტალურად მიჰყვება.
ანჩელოტის აზრით, ოქტომბრის მეორე ნახევარში ტონის დახმარება გუნდს ძალიან დასჭირდება. სამეფო კლუბს არაერთი მნიშვნელოვანი პაექრობა ელის, მათ შორის „ბარსელონასთან“, ამიტომ ნახევარმცველმა ყველაფერი უნდა იღონოს ფორმაში ჩასადგომად.
„მინი პრე-სეზონის“ ფარგლებში კროოსი პინტუსის სპეციალურ დავალებებს ასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში იუმჯობესებს მდგომარეობას.
ტონი გერმანიის ნაკრებში არ წასულა და სანაკრებო პაუზის გამოყენება სათავისოდ გეგმავს.
- 7 ოქტომბერი 2021
- 531
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.