„რეალის“ სპორტული მენეჯმენტი ანჩელოტის რჩევას აძლევს
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალის“ სპორტუმა მენეჯმენტმა კარლო ანჩელოტის უთხრა, რომ ამდენი როტაცია გუნდს არასწორი მიმართულებით წაიყვანს...
იტალიელმა სპეციალისტმა მხოლოდ დაცვაში 12-ზე მეტი სხვადასხვა ოთხეული გაიყვანა მოედანზე. იგივე ხდება ნახევარდაცვაშიც, სადაც ედუარდო კამავინგას უკვე 3-ჯერ მოუწია განსხვავებულ პოზიციაზე დგომა.
შეტევა ამ მხრივ ყველაზე სტაბილურია, ვინაიდან ბენზემა და ვინისიუსი უალტერნატივოებად ითვლებიან.
კარლოს დამხმარე პირების აზრით, „რეალს“ სტაბილური თერთმეტეულის ჩამოყალიბება სჭირდება და გუნდი მოგებებს მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს.
- 5 ოქტომბერი 2021
- 1 372
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.