„ბარსა“, „რეალი“ და „ლივერპული“ ახალგაზრდა ფორვარდისთვის იბრძოლებენ
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“, კატალონიის „ბარსელონა“, „ლივერპული“, „სიტი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ ახალგაზრდა ზალცბურგელი ფორვარდის დამატებით არიან დაინტერესებულები, რომელსაც უდიდეს პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ. ბენჟამინ სესკო ევროპული გრანდების ყურადღების არეალშია...
ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც უკვე 194 სანტიმეტრია, ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს. მან ამ ეზონში 827 წუთი ითამაშა, სადაც 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
მიუხედავად სიმაღლისა, ის ძალიან სწრაფია და ტექნიკურადაც თამაშობს. სესკოს მთავარი დადებითი თვისება დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტური თამაშია.
„ბილდ“-ის ინფორმაციით, გერმანულმა კლუბებმა მოლაპარაკებები ყველაზე ადრე დაიწყეს, მაგრამ ასპარეზზე ფლორენტინო პერესიც გამოჩნდა, რომელიც ბენჟამინისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო.
- 4 ოქტომბერი 2021
- 677
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.