ვისენტე მორენო:„ჩემმა გუნდმა „რეალის“ დამარცხებით დიდი მუხტი მიიღო“
„ესპანიოლის“ თავკაცმა, ვისენტე მორენომ „რეალის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ყველამ კარგად ვიცით, რომ „რეალი“ ურთულესი მეტოქეა. ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორ სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები არიან, მათ მუხტი მიიღეს.“
„დიდი ხნის მანძილზე „ესპანიოლი“ „რეალთან“ ფონს გასვლას ვერ ახერხებდა, ახლა კი მიზანი მიღწეულია. ქომაგების როლი ძალიან დიდი იყო. სტადიონზე იგრძნობოდა მხურვალე მხარდაჭერა, რაც ფეხბურთელებს უფრო თავდაჯერებულებს ხდიდა.“
„მადრიდელებთან მატჩამდე 7 მატჩი გვქონდა ჩატარებული და 6 ქულას მოვუყარეთ თავი. აქამდეც ვამბობდი, რომ ცხრილში არამართლზომიერ პოზიციაზე ვიმყოფებოდით, ვინაიდან ჩვენ 6-ზე მეტ ქულას ვიმსახურებდით.“
„„რეალთან“ გამარჯვების შემდეგ კარგი გამოსვლა უნდა განვაგრძოთ და ქულების მოპოვებაზე ვიფიქროთ. დღეს მთელი გუნდი ბედნიერია.“
- 3 ოქტომბერი 2021
- 585
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.