კროოსი ოპტიმალური კონდიციისგან შორს არის
ტონი კროოსი დაბრუნდა, თუმცა მოედანზე მისი კლასი არ სჩანს. გერმანელმა ფეხბურთელმა „ესპანიოლთან“ დაპირისპირებაში ბევრი შეცდომა დაუშვა...
გარდა უზუსტობებისა, ტონი სისწრაფეშიც სერიოზულად მოიკოჭლებს. ფაქტია, რომ ტრავმის შემდეგ ნახევარმცველს აღდგენითი პროცესის და ფორმაში ჩადგომისთვის სერიოზული მუშაობა სჭირდება.
ახლა სანაკრებო შესვენების დრო დგება, რაც ტონისთვის დამატებითი შანსია ფორმაში ჩასადგომად.
ოქტომბრის მეორე ნახევარში „მერენგებს“ ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი ელით, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე შიდა პირველობაზე. მატჩებს შორის არის „ელ კლასიკოც“, სადაც კროოსის უმაღლეს დონეზე თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
- 3 ოქტომბერი 2021
- 536
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.