ბუტრაგენიო:„თამაში თერთმეტივე ფეხბურთელმა წააგო და არა დაცვამ“
მადრიდის „რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ „ესპანიოლთან“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდს თამაშის ხარისხის გამოსწორება მართებს...
„მეტოქეს ბევრი შანსი არ ჰქონია, მაგრამ მაქსიმალურმა ეფექტურობამ 2 გოლის გატანის საშუალება მისცა. მატჩი რამდენიმეფაზიანი იყო, თუმცა უმეტეს ნაწილში მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიდექით და დავისაჯეთ კიდეც.“
„„ესპანიოლს“ მთელი კვირა ჰქონდა მოსამზადებლად, ჩვენ კი საკმაოდ მჭიდრო კალენდარი გვაქვს. როგორც სჩანს, ფეხბურთელებს გარკვეულწილად განტვირთვაც სჭირდებათ.“
„რაულ დე ტომასი მადრიდის „რეალში“ გაიზარდა. ვამაყობთ, რომ ის ამ კლასის ფორვარდად ჩამოყალიბდა. მადრიდში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი ტალანტები.“
„დაცვაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ თამაში თერთმეტივე ფეხბურთელმა წაააგო და მხოლოდ უკანა ხაზზე აქცენტის გაკეთება შეცდომა იქნება.“
- 3 ოქტომბერი 2021
- 545
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.