ნაჩო:„გუნდმა თამაში ვერაფრით დაალაგა“
ნაჩო ფერნანდესმა „ესპანიოლთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან, ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მე-18 წუთზე გოლი გავუშვით, რამაც ამოცანა გაართულა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ბევრს უტევდა და არაერთი მომენტი შექმნა, გოლის გატანას ვერ ვახერხებდით. მეორე გაშვებულმა გოლმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ჩვენ მებრძოლი სული გამოვავლინეთ და არ დავნებდით, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ოპტიმალური კონდიციისგან შორს იყო. თამაში ვერაფრით დავალაგეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.“
„ძალიან რთული კვირა გვქონდა, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს. ვიცით, რომ პროგრესი აუცილებლად იქნება და ყველა ტურნირზე მაქსიმალური შედეგებისთვის ვიბრძოლებთ.“
„გუნდის ლაზარეთი სავსეა. ეს არ არის გასამართლებელი მიზეზი, თუმცა როდესაც კოლექტივს მენდი, მარსელო, ასენსიო, ისკო და კიდევ რამდენიმე მოთამაშე აკლია, ბევრი რამის თქმა შეიძლება.“
„ეს ჯერ კიდევ სეზონის სტარტია. ჩვენ გვჯერა შესაძლებლობების და პერსპექტივის.“
- 3 ოქტომბერი 2021
- 443
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.