100 მილიონი ევრო კაზემიროს სანაცვლოდ - „რეალი“ ფიქრობს!
ფრანგული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ „პსჟ“-სგან მაცდურ წინადადებას იღებს და ფლორენტინო პერესი ფიქრის პროცესშია.
ფაქტობრივად ხელშეუხებელი კაზემირო „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ 100 მილიონ ევროდ შეაფასა.
კარლო ანჩელოტი ბრაზილიელზე დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა შემოთავაზება იმდენად „მსუყეა“, რომ არაფერია გამორიცხული.
„ბლანკოსსი“ თაობათა ცვლა მიმდინარეობს, თუმცა ეს კაზემიროს არ ეხება, ვინაიდან ის „ასაკოვანი“ მოთამაშე ნამდვილად არ გახლავთ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 3 ოქტომბერი 2021
- 1 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.