„რეალმა“ „სიტისგან“ საფრთხე იგრძნო
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და ლუკა მოდრიჩს შორის შეთანხმება 2022 წლის იანვრამდე უნდა შედგეს, რომელიც ხორვატი ფეხბურთელის მადრიდში დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
პერესი არ ჩქარობდა, თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ფლორენტინოს გეგმების შეცვლისკენ უბიძგა.
საქმე იმაშია, რომ მანჩესტერ „სიტის“ ლუკა მოდრიჩისთვის შეთავაზება უკვე მზად ჰქონდა და იანვარში ოფიციალურ მიმართვას გეგმავდა.
მოდრიჩს სწორედ იანვრიდან ექნება სხვა კლუბებთან ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოების უფლება.
ხოსეპ გუარდიოლა ლუკიტას 1 წლიან კონტრაქტს და საკმაოდ მისაღებ ხელფასს სთაზობდა. გარდა ამისა, „სიტი“ ნახევარმცველს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ „ნიუ იორკ სიტიში“ გადასვლის უზრუნველყოფასაც პირდებოდა, სადაც მოთამაშე დამატებით 1 წლიან ხელშეკრულებას მიიღებდა.
პერესს სურს, რომ ოქროს ბურთის 2018 წლის გამარჯვებულს ახალი ხელშეკრულება დროულად გაუფორმოს და ყველა ჭორს წერტილი დაუსვას.
- 3 ოქტომბერი 2021
- 624
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.