კანალესი მადრიდშია: "მე ფორვარდის პოზიციაზე ვითამაშებ..."
სერხიო კანალესი გუშინ ოჯახთან ერთად მადრიდში ჩაფრინდა.
კანალესი ნასიამოვნებია თავისი შვებულებით. მან ბოლო დღეები იბიცაზე გაატარა. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა As-სთან ბოლო ინტერვიუში განაცხად, რომ სამეფო კლუბში თამაში სურს.
კანალესი ვარჯიშს მანამდე ვერ დაიწყებს, სანამ მოურინიო არ იტყვის. თუ 19 წლამდელთა ნაკრები ფინალამდე მიაღწევს, მოურინიო სერხიოს აუცილებლად წაიყვანს ამერიკაში, ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად.
იმისათვის, რომ კანალესმა "ბლანკოსის" შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს, მას მოუწევს ბევრი მუშაობა. "მე ჩემი შვებულება შესანიშნავად გამოვიყენე და დავისვენე. ლიგის ფინალის შემდეგ, მადრიდში ჩამოვედი და მზად ვარ ვარჯიშის დასაწყებად."
ინფორმაციის წყარო: As.com
- 5 ივლისი 2010
- 2 259
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.