„რეალმა“ „ესპანიოლისთვის“ მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ესპანიოლთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულეს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფერლან მენდიმ ისევ კოლექტივთან ერთად ივარჯიშა და ანჩელოტის დავალებები სრულფასოვნად შეასრულა.
მადრიდულმა გუნდმა სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო კარში დარტყმების კომპონენტს, ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებსა და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას.
ასენსიომ, კარვახალმა, ისკო ალარკონმა, მარიანომ, ბეილმა და სებალიოსმა სესია სატრენაჟორო დარბაზში გამართეს, ისინი მთავარ გუნდთან ერთად არ ყოფილან.
- 2 ოქტომბერი 2021
- 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.