„რეალი“ ლუკა მოდრიჩის ახალ კონტრაქტს ამზადებს
ესპანური გამოცემები, მათ შორის მადრიდული „მარკა“ და სხვები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალმა“ ლუკა მოდრიჩის ახალ კონტრაქტზე დაიწყო მუშაობა.
ასაკი ხორვატ ფეხბურთელს არაფერს აკლებს, ფლორენტინო პერესს კი ლუკიტას დონის მოთამასის დაკარგვა არ სურს.
მიმდინარე შეთანხმების მიხედვით, მოდრიჩი „მერენგების“ სადარაჯოზე 2022 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს, მაგრამ როგორც სჩანს, ვითარება იცვლება.
ფლორენტინო პერესის დავალებით, შესაბამისი დანაყოფი ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ოქროს ბურთის 2018 წლის გამარჯვებული „რეალში“ 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
„მარკას“ ინფორმაციით, ლუკას მადრიდში დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და შეთანხმება აუცილებლად შედგება.
- 2 ოქტომბერი 2021
- 3 431
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.