ანჩელოტი:„„რეალი“ ბევრი გოლის გატანას და მოგებების სერიას გეგმავს“
კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„ჩვენმა გუნდმა „შერიფთან“ დაპირისპირებაში სამარცხვინო მარცხი განიცადა, ახლა კი ყველაფრის გამოსწორება გვმართებს. საუკეთესო ფეხბურთის თამაშს და 3 ქულის მოპოვებას ვგეგმავთ.“
„„ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის საინტერესო პაექრობა შედგება. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის უკეთეს მდგომარეობაში „როხიბლანკო“ იმყოფება, თუმცა შანსები თანაბარია. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება.“
„კამავინგა ბევრს შრომობს და ვარჯიშობს. ყველა ვარიანტში უნდა ითქვას, რომ ფრანგი დიდი ტალანტია და პერსპექტივა აქვს. ახალგაზრდა ნახევარმცველი სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა ჩვენს კოლექტივს, მაგრამ ეფექტურად გამოდის.“
„ბენზემას სიტყვები მბაპესთან დაკავშირებით. დაე, კილიანმა ისიამოვნოს იმით, რომ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია.“
„„ბარსელონას“ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე ამ კლუბის სათავეში არასდროს ჩავდგები. ყოველთვის პატივს ვცემ წარსულს, ამიტომ ჩემი კავშირი „რეალთან“ არ მაძლევს უფლებას, რომ ამ ისტორიას ვუღალატო.“
„კროოსის დაბრუნება ძალიან ბევრს ნიშნავს. გერმანელი დაბრუნდა და 100%-ით მზად არის. ის ეტაპობრივად სრულფასოვან დატვირთვას მიიღებს.“
„აზარის ტალანტზე საუბარი ზედმეტია, ის შესანიშნავ წინახაზელი გახლავთ. პრობლემები უკან დარჩა. ჩვენ ფრთხილ პოლიტიკას ვირჩევთ და ფაქტია, რომ ედენი მოედანზე ხშირად ჩნდება.“
„ბურთის გარეშე თამაშის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდმა უნდა იცოდეს, როგორც შეტევა, ასევე თავის დაცვა და პრესინგი. 4-3-3 და 4-4-2 სქემას ყველაზე ხშირად მივმართავ და შეხვედრის განმავლობაში ცვლილებებს ვახდენ.“
„მენდისთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა, ფრანგთან დაკავშირებითაც ფრთხილი პოლიტიკა ავირჩიეთ, ანალოგიურს განვახორციელებთ მარსელოსთან და კარვახალთან მიმართებითაც.“
„არ ვფიქრობ, რომ კაზემირო დაღლილია, მისი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად გვაკმაყოფილებს.“
„„შერიფის“ შემდეგ ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე და ის შეცდომები გავარჩიე, რაც სტადიონზე იყო დაფიქსირებული. მოთამაშეებმა კარგად მომისმინეს და პირობა მომცეს, რომ უფრო ყურადღებით ითამაშებენ.“
„ბოლო 2 თამაშში წარუმატებელი ფეხბურთი ვითამაშეთ, რაც ტაბლოზეც აისახა, თუმცა სიტუაციას შევცვლით და გოლებსაც გავიტანთ.“
„ჩემი ნახევარდაცვა ამ მომენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. შუა რგოლში ყველაზე დიდი რესურსი და ყველაზე ნაკლები პრობლემა გვაქვს.“
„კრიტიკა ზოგჯერ მართლზომიერია, ზოგჯერ კი უსაფუძვლო. მე ვუსმენ ყველას აზრს, მაგრამ ყველას ნამდვილად ვერ გავითვალისწინებ.“
- 2 ოქტომბერი 2021
- 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.