100 მილიონიანი პრემია და კოლოსალური ხელფასი - მბაპეს „პსჟ“-მ მიმართა!
ესპანური გამოცემების ცნობით, „პსჟ“-მ კილიან მბაპეს კიდევ ერთი წინადადებით მიმართა. ეს ნამდვილად ბოლო შეთავაზება იქნება, რომლის დაბლოკვის შემთხვევაშიც, ფრანგთან დაკავშირებით ალ ჰელაიფი ხელს ჩაიქნევს...
ახალი კონტრაქტი, სადაც წლიურად განსაზღვრული ხელფასი 50 მილიონიანი იქნება, 5 წელს მოიცავს. გარდა ამისა, პარიზელები მზად არიან, მბაპეს 100 მილიონიანი ბონუსი შესთავაზონ, თუმცა ამის გადახდა 2023 წლის ბოლოს მოხდება.
Defensancentral-ის ინფორმაციით, ლეონარდომ კილიანთან შეხვედრა უკვე მოითხოვა და ახალი პაკეტიც მზად აქვს.
1 იანვრამდე ლოტინთან დაკაშირებით სიახლე აუცილებლად გვეცოდინება.
- 30 სექტემბერი 2021
- 4 862
- 15