თანხა მზად არის - „რეალი“ 3 სუპერვარსკვლავს დაიმატებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი მოწესრიგებული აქვს, რომელიც ფინანსურ ოპერაციების ითვალისწინებს.
კლუბს შეუძლია სახელფასო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა ისე, რომ არსებული წესები არ დაარღვიოს, ამას ემატება გარეთ ბეილის ფაქტორიც, რომელიც წლიურად 17 მილიონს გამოიმუშავებს, ზაფხულში კი 99%-იანი ალბათობით კლუბს დატოვებს, სხვა შემთხვევაში კი 7 მილიონზე მოუწევს დათანხმება.
გარდა ამისა „ბლანკოსს“ დადებითი ბალანსი აქვს შეძენილი და გაყიდული ფეხბურთელების ციფრებშიც. „რეალს“ 2022 წელს 400 მილიონის დახარჯვაც კი შეუძლია ისე, რომ არავინ გაყიდოს.
ფლორენტინო პერესმა ნიადაგი უკვე მოამზადა და თანხაც მობილიზებული აქვს იმისათვის, რომ სუპერ ტრანსფერები განახორციელოს.
ზაფხულში „მერენგების“ რიგებში კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდის, პოლ პოგბას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენა იგეგმება.
საუბარია დაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებაზეც. პერესის ახალი პროექტი რიგით მესამე „გალაქტიკოსთან“ დაკავშირებით ძალაში შედის.
- 30 სექტემბერი 2021
- 4 391
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.