კარიმ ბენზემამ „რეალის“ ლეგენდას გაასწრო და ახალი რეკორდი მოხსნა
ტირასპოლის „შერიფთან“ გატანილი გოლი კარიმ ბენზემასთვის ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ფრანგმა ფეხბურთელმა ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გაასწრო, მაგრამ ეს კიდევ არ არის ყველაფერი...
„9“-იანი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორისაც დაწინაურდა და მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ბენზემას მხოლოდ რონალდუ, მესი და ლევანდოვსკი აღემატებიან შესაბამისად 136, 121 და 75 გოლით.
როგორც ხედავთ, კარიმსა და პოლონელ ფორვარდს შორის სერიოზული კონკურენციაა და ფრანგ წინახაზელს ამ სეზონშივე შეუძლია მასთან სერიოზული ბრძოლის გაჩაღება.
გატანილი 72 გოლიდან 12 „ლიონის“ ეპოქაზე მოდის, ხოლო 60 „რეალის“.
ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი ბენზემამ 2005/06 წლების სეზონში გაიტანა, როცა მეტოქე „როსენბორგი“ იყო.
- 29 სექტემბერი 2021
- 1 140
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.