„რეალმა“ „შერიფთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურისთვის მზადება დაასრულეს.
გუნდი „შერიფისთვის“ მზად არის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კოლექტივთან ერთად სრულფასოვანი დატვირთვით ივარჯიშა ტონი კროოსმა, მას პრობლემები აღარ აქვს.
ანჩელოტიმ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო მაღალ ტემპს, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშს, კარში დარტყმებსა და ბურთის ფლობის კომპონენტს.
ტრავმირებული ფეხბურთელები აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
შეგახსენებთ, ტირასპოლის გუნდი ბერნაბეუს ხვალ, 23:00 საათზე ესტუმრება.
- 27 სექტემბერი 2021
- 745
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.