პერესი ჰოლანდის ტრანსფერზე რაიოლას შეხვდება
ესპანური გამოცემების ცნობით, დეკემბრის მეორე ნახევრში მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ერლინგ ჰოლანდის აგენტს მინო რაიოლას შეხვდება...
„რეალის“ პრეზიდენტს სურს, რომ ნორვეგიელთან დაკავშირებით მოვლენები დააჩქაროს და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადოს.
პერესის მიზანი ერლინგის მადრიდში ხილვა 2022 წლის ზაფხულიდან არის.
გამომდინარე იქედან, რომ მოთამაშეზე პრეტენზიას „ბარსელონა“, „პსჟ“, მანჩესტერ „იუნაიტედი“ და სხვა კლუბებიც აცხადებენ, ფლორენტინო აქტიური ნაბიჯების გადადგმაზე გადადის.
არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, პერესს სამოქმედო გეგმა უკვე აქვს და რაიოლას დაყოლიებეას საკმაოდ მაღალი ბონუსით ეცდება.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მინო საკუთარ სარგებელზე ხშირად ზრუნავს.
- 27 სექტემბერი 2021
- 2 525
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.