Marca: "პედრო ლეონი რეალში გადავა"
გავლენიანი ესპანური გამომცემლობა მარკას ცნობით მადრიდის რეალსა და ხეტაფეს შორის შეთანხმება მიღწეულია და პედრო ლეონი მომავალ სეზონს მადრიდის რეალში დაიწყებს.
23 წლის ფეხბურთელი მადრიდის რეალის ახალი შენაძენი იქნება. პარასკევს სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ბერნაბეუზე შეხვდა ხეტაფეს პრეზიდენტს ანხელ ტორესს და შეთანხმდნენ ფეხბურთელის ტრანსფერზე. მადრიდის რეალს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.
- 4 ივლისი 2010
- 1 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.