ბენზემა:„ანჩელოტისთან რთული საუბარი გვქონდა“
კარიმ ბენზემამ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მარტივ მატჩს არ ველოდით და ვიცოდით, რომ „ვილიარეალი“ საკმაოდ მძიმე მეტოქე იქნებოდა, თუმცა დაპირისპირება ბერნაბეუზე გაიმართა და ჩვენ უფრო სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება გვმართებდა. ამაზე ყურადღება ანჩელოტიმაც გაამახვილა, იტალიელმა სპეციალისტმა თამაშის შემდეგ გვითხრა, რომ ეს იყო ყველაზე უსახური მატჩი სეზონის სტარტიდან დღემდე.“
„დაცვაში ხარვეზები კვლავ იკვეთება, თუმცა ვერც თავდასხმაში ვიყავით ეფექტურები. არსებული მომენტების რეალიზაცია მაღალი დონის მატჩებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“
„მთავარი ის არის, რომ ლიდერის სტატუსს ვინარჩუნებთ, შემდეგ ტურებში კი მაქსიმუმს გავიღებთ პირველი ადგილის გასამყარებლად.“
„პირადი კონდიცია? თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მზად ვარ, ნებისმიერ მატჩში სრულფასოვანი დატვირთვის მისაღებად.“
- 26 სექტემბერი 2021
- 2 715
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.