ალაბა:„ინტენსივობა და აგრესია გვაკლდა“
დავიდ ალაბამ „ვილიარეალთან“ გამართული პაექრობა შეაფასა...
„ეს არ იყო ადვილი მატჩი, პირველ ტაიმში ინტენსივობა და აგრესია გვაკლდა, რასაც უნაი ემერის გუნდი შესანიშნავად იყენებდა. მეორე ნახევარში ვითარება შევცვალეთ, რაც გასახდელში მწვრთნელთან აუდიენციამ განაპირობა, თუმცა ეს ყველაფერი ანგარიშზე არ აისახა და საბოლოოდ ნულოვან ფრეს დავჯერდით.“
„ვამაყობ, რომ ბერნაბეუზე ვთამაშობ. „ბაიერნში“ ასპარეზობის დროს, ამ არენაზე არაერთხელ გავსულვარ, მაშინაც დიდ სიამოვნებას ვიღებდი. გასულ დღეებში აღნიშნულ სტადიონზე რამდენჯერმე გამოვედი და დიდი ბედნიერება ვიგრძენი, ჩვენ აქ წარმატებას მივაღწევთ.“
„მზად ვარ, გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარო, მე მათთვის ბევრს ვიმუშავებ.“
- 26 სექტემბერი 2021
- 476
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.