ანჩელოტი:„გუნდს ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდა“
კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„რთული მატჩი გამოდგა და ამას ველოდით კიდევ. „ვილიარეალს“ კარგი სტარტი არ ჰქონდა, მაგრამ ამ გუნდის ძალის რეალური შეფასება სულ სხვაგვარი იყო.“
„ფედერიკო ვალვერდე მარჯვენა მცველად ვათამაშე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ეს პრობლემატური წერტილი იყო. ურუგვაელმა დავალებები შესანიშნავად შეასრულა, მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს.“
„შეტევაში კვლავ ვინისიუსთან და როდრიგო გოეშთან ერთად ვცადეთ ფონს გასვლა, მაგრამ ბრაზილიელებმა საბოლოო ჯამში შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს.“
„ვერ ვიტყვი, რომ ეს საუკეთესო თამაში იყო, გაცილებით უკეთესი მატჩების ჩვენება შეგვიძლია და ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.“
„არ ვთვლი, რომ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში შეცდომები დავუშვი, თუმცა „ბლანკოსი“ მეორე ტაიმში უფრო ეფექტური იყო, ვიდრე პირველში.“
„გაგვიმართლა, რომ ტიბო კურტუას დონის მეკარე გვყავს, ის ნამდვილი პროფესიონალია და გუნდის დახმარებას ახერხებს.“
„პენალტი ნაჩოს წინააღმდეგ? ეს მომენტი არ გამიანალიზებია. ჩემი ადგილიდან სჩანდა, რომ ესპანელმა დარტყმა მოედნის გარეთ მიიღო, შემდეგ კი საჯარომოში ინერციით წაიქცა.“
„კამავინგა თამაშში აქტიურად ჩაერთო, მაგრამ მოედანზე გასვლიდან 15 წუთში 4 შეცდომა ჰქონდა დაშვებული, როგორც ტექნიკური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ფრანგისგან მსგავს სტატისტიკას არ ველოდი, ის კიდეც იმუშავებს.“
„მოდრიჩს და კაზემიროს დასვენების საშუალება მივეცი, ამიტომ არ ვთვლი, რომ ისინი დაღლილები არიან და კრეატივის ნაკლებობა ჰქონდათ.“
- 26 სექტემბერი 2021
- 3 619
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.