იკერ კასილასის მორიგი რეკორდი
მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილასი არის ფეხბურთელი რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთთან ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მან ფერნანდო იეროს გუშინ გადაუსწრო და მხოლოდ ანტონო ზუბიზარეტას ჩამორჩება.
კასილასის დებიუტი ნაკრებში 2000 წლის 3 ივნისს შედგა. მთლიანობაში მას სამ მსოფლიო ჩემპიონატში აქვს მიღებული მონაწილეობა. მას მხოლოდ უსწრებს ანტონი ზუბიზარეტა რომელმაც ოთხჯერ შეძლო მუნდიალზე თამაში: 1986 წელს მექსიკაში, 1990 წელს იტალიაში, 1994 წელს აშშ–ში და 1998 წელს საფრანგეთში. ყველა მსოფლიო ჩემპიონატში ერთად მან 16 მატჩი ჩაატარა.
იკერ კასილასმა 2002 წლის მუნდიალზე ხუთ თამაშში მიიღო მონაწილეობა, 2006 წელს სამ მატჩში, 2010 წელს კი ჯერ–ჯერობით მხოლოდ ხუთ თამაშში.
მთლიანობაში იკერ კასილასს 109–ჯერ აქვს ნაკრებში ნათამაშები. ზუბიზარეტას კი 126 აქვს. ესპანელ გოლკიპერს ჯერ კიდევ 17 მატჩი აქვს ჩასატარებელი პირველ ადგილზე გასასვლელად.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 4 ივლისი 2010
- 1 969
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.