ნაგელსმანი რუდირგესთან პირად კონტაქტებს გამოიყენებს
გერმანული გამოცემების ცნობით, „ბაიერნის“ თავკაცი, ჯულიან ნაგელსმანი ანტონიო რუდიგერის დასამატებლად ყველაფერს იღონებს...
მოგეხსენებათ, „ჩელსის“ უკანახაზელს რამდენიმე თვეში კონტრაქტი ეწურება და კლუბის დატოვება აქვს ჩაფიქრებული.
რუდიგერზე პრეტენზიას „რეალი“ და „ბაიერნი“ აცხადებენ, თავისუფალი აგენტის სტატუსი კი მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
„რეკორდმაისტერის“ მესაჭე ანტონიოსთან დაკავშირებით პირადი კონტაქტების გამოყენებას და „ბაიერნში“ გადასვლაზე დაყოლიებას გეგმავს, რაც ფლორენტინო პერესის ამოცანას ართულებს.
- 24 სექტემბერი 2021
- 793
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.