„ახალ გალაქტიკოს“ ჟოზე მოურინიო გაწვრთნის?
ესპანური გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი სამომავლო გეგმებს ჟოზე მოურინიოს უკავშირებს...
ეს არის შორეული პერსპექტივა და არავინ იცის, რა როგორ განვითარდება და რა შედეგებს დააფიქსირებს კარლო ანჩელოტი, თუმცა იტალიელის წასვლის შემდეგ „ბლანკოსი“ „განსაკუთრებულის“ დაბრუნებას დააყენებს დღის წესრიგში.
რატომღაც, პერესს სჯერა, რომ „რეალის“ უძლიერესი შემადგენლობის მართვას ჟოზე მოურინიო ყველაზე კარგად შეძლებს.
2022 წლიდან „მერენგებში“ სერიოზული ცვლილებები იგეგმება და ეს არის რამდენიმეწლიანი პროექტი, ისევე როგორც 2009 წელს მოხდა.
პორტუგალიელი სპეციალისტი ამჟამად „რომაში“ მუშაობს და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ რეალური შეთავაზების შემთხვევაში „რეალს“ მისი მოწვევა არ გაუჭირდება.
ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი შორია, ასპარეზზე კი ანჩელოტია გამოსული.
- 24 სექტემბერი 2021
- 5 308
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.