კამავინგას ეფექტი
„მალიორკასთან“ შეხვედრაში, ედუარდო კამავინგას პირველად მიეცა სასტარტო შემადგენლობიდან თავის გამოჩენის საშუალება.
„სელტასთან,“ „ინტერთან“ და „ვალენსიასნათან“ მატჩებში, ფრანგი ნახევარმცველი სათადარიგოდან ჩაერთო საქმეში და არცთუ ისე ურიგოდ. ვიგოელების წინააღმდეგ მან სადებიუტო გოლი გაიტანა, მილანებთან დაპირისპირებაში ასისტი გაუკეთა თანაგუნდელს, ხოლო „ღამურებთან“ კი, მოედანზე მაშინ შემოვიდა, როდესაც გუნდი მარცხებოდა და შეიძლება ითქვას, თავისი ასპარეზობით ლომის წვლილი შეიტანა თამაშის შემობრუნებასა და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში.
კამავინგას მოედანზე ყოფნის დროს (საერთო ჯამში 4 პაექრობა), „რეალმა“ 9 გოლი გაიატანა და მხოლოდ 1 გაუშვა. განვლილ ტურში, ახალგაზრდა მოთამაშემ კაზემიროს ადგილი დაიკავა მოედანზე და რამდენიმე შემთხვევაში, კარგი თამაშის წყალობით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
18 წლის კამავინგას მადრიდული კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავად დაიწყო.
- 24 სექტემბერი 2021
- 1 253
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.