ვინისიური არ ხუმრობს
2021/22 წლების სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.
პრიმერა დივიზიონის 6 ტურის თავზე, ვინისიუსი 5 შედეგიან დარტყმას მოითვლის. მას მხოლოდ 2 გოლი აშორებს, რომ პირადი რეკორდი გააუმჯობესოს და ჯერ მხოლოდ სექტემბერია. ვინი კარლო ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“ შეუცვლელ მოთამაშედ ყალიბდება, ვინაიდან, მან, ბენზემასთან, კურტუასთან, მილიტაოსა და ვალვერდესთან ერთად, ყველა დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.
21 წლის 2 თვისა და 10 დღის ასაკში სამხრეთ ამერიკელ შემტევს სამეფო კლუბის მაისურით 125 თამაში დაუგროვდა. კლუბის ისტორიაში მსგავსი ციფრებით მხოლოდ კასილიასი, კამაჩო და რაული იწონებენ თავს.
აღნიშნულ ასაკში, სერხიო რამოსს თეთრი მაისურით 99 დაპირისპირებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მარსელოს 72-ში, ნაჩოს მხოლოდ ორში, ხოლო ბენზემა კი საერთო არ ირიცხებოდა დედაქალაქურ გრანდში.
განვლილ სეზონში, მხოლოდ კურტუამ აჯობა ვინისიუსს ჩატარებული პაექრობების რაოდენობით (51-49-ზე).
- 24 სექტემბერი 2021
- 1 310
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.