„რეალის“ სასტარტოს ასაკი „მალიორკასთან“ 24.7 წელი იყო
კარლო ანჩელოტიმ „მალიორკას“ წინააღმდეგ საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გაიყვანა მოედანზე.
სასტარტოში იყვნენ გუტიერესი, კამავინგა, მილიტაო, ვალვერდე, ვინისიუსი, როდრიგო და სხვა მოთამაშეები.
აღსანიშნავია, რომ სასტარტო თერთმეტეულის საშუალო ასაკი 24.7 წელი გახლდათ, მსგავსი რამ კი საკმაოდ დიდი ხანია და დაფიქსირებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაჩო, ბენზემა, კურტუა და ალაბა პატარა ბიჭები აღარ არიან, სხვა მოთამაშეების ასაკი იმდენად დაბალი იყო, რომ საბოლოო ჯამში საშუალო ასაკმა ზემოაღნიშნული ციფრი შეადგინა.
- 23 სექტემბერი 2021
- 1 602
- 44