კაკა: სასურველ კონდიციამდე მალე მივალ
გუშინ ბრაზილიის ნაკრებში რიკარდო კაკამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა, ფეხბურთელი სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ვარჯიშს და ჯერ-ჯერობით არ არის სასურველ ფორმაში...
ესტონელებთან მატჩში კაკამ თითქმის 60 წუთი დაჰყო მოედანზე, შემდეგ კი ჟულიო ბაპტისტამ შეცვალა. ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს სადაც საკუთარ კონდიციაზე ისაუბრა.
,,დღეს მე შევძელი მეთამაშა ტაიმზე ცოტა მეტი, ნელ-ნელა ვუბრუნდები სასურველ კონდიციას, მადრიდის რეალში დიდი ვარჯიშებია, მანუელ პელეგრინი მკაცრი და მომთხოვნი მწვრთნელი გახლავთ, მე მქონდა საუბარი პელეგრინთან, მან მკაცრად მითხრა, რომ ყველაფერი გავაკეთო სასურველ კონდიციაში ჩქარა ჩასადგომად, ამ კონდიციამდე მალე მივალ და დავეხმარები გუნდს ტიტულების მოგებაში. რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, დღეს მშვენივრად ვითამაშეთ, ვფიქრონ მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო მაგრამ უბრალოდ ბედმა არ გაგვიღიმა” - განაცხადა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა.
- 13 აგვისტო 2009
- 2 183
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.