ანჩელოტი B გუნდს ქმნის
კარლო ანჩელოტი ცდილობს, რომ მადრიდის „რეალის“ რესურსი მაქსიმალურად ღრმა იყოს, ამისთვის იტალიელი სპეციალისტი ყველა ფეხბურთელთან ინტენსიურ კომუნიკაციაშია და ცდილობს, რომ მოთამაშეები საუკეთესო კონდიციაში იყვნენ.
კარლო ზინედინ ზიდანის რამდენიმე წლის წინანდელი სცენარის განვითარებას აპირებს, როდესაც „რეალმა“ ლა ლიგაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაც, ამისთვის კი მოედანზე ფაქტობრივად სხვადასხვა გუნდი გადიოდა.
„მალიორკასთან“ დაპირისპირებამ აჩვენა, რომ გუნდის ნახევარდაცვას მოდრიჩის, კროოსის და კაზემიროს გარეშეც შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ანჩელოტი B გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს, სადაც ლიდერები იცვლებიან, თუმცა თამაშის ხარისხი არ იკლებს.
მარკო ასენსიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია და არც გოლების გატანაზე იტყვის უარს.
როგორც ვხედავთ, კარლიტო საკმაოდ დიდ სამუშაოს ატარებს, რომელმაც „რეალი“ მწვერვალების დაპყრობამდე უნდა მიიყვანოს. თუ სეზონის სტარტის წინ არასახარბიელო სატრანსფერო პოლიტიკის გამო „ბლანკოსისგან“ ასეთ შედეგებს არავინ ელოდა, ახლა ვითარება რადიკალუად განსხვავებულია.
მადრიდის „რეალი“ ბოლო წლების ყველაზე ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.
- 23 სექტემბერი 2021
- 1 602
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.