საოცარი სტარტი და 16 ქულა შესაძლო 18-იდან
მადრიდის „რეალს“ ლა ლიგაში საოცარი სტარტი აქვს. კარლო ანჩელოტი მთელ ესპანეთში ყველა ლაღ, გახსნილ, სწრაფ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.
აღსანიშნავია, რომ შესაძლო 18 ქულიდან „ბლანკოსმა“ 16 მოიპოვა და ქულები მხოლოდ „ლევანტესთან“ დაკარგა, თანაც ძალიან დასანან მატჩში, სადაც გაცილებით კარგი შედეგის ჩვენება შეეძლო.
6 თამაშში „ბლანკოსის“ ანგარიშზე 21 გატანილი გოლია (3.5 გოლი საშუალოდ ერთ მატჩში). რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, მეტოქეებმა კურტუას კარის აღება უკვე 8-ჯერ მოახერხეს.
გატანილი 21 გოლიდან 11 სანტიაგო ბერნაბეუზე მოდის, ხოლო 10 გასვლით დაპირისპირებებზე.
პირველადგილოსანი „რეალი“ მეორეადგილოსან „ატლეტიკოს“ 2 ქულით უსწრებს, თუმცა სიმეონეს გუნდს გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს და თამაშის ხარისხით „მერენგებთან“ ახლოსაც არ არის.
ფაქტია, რომ სეზონის სტარტზე ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონობაზე გააკეთა განაცხადი, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
- 23 სექტემბერი 2021
- 1 034
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.