ანჩელოტი: „მამაცი გუნდი მყავს“

„მალიორკასთან“ დიდებული გამარჯვების შემდეგ (6-1), კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ჩემი ცოდნის ინვესტირება მოვახდინე ფეხბურთელებში, როგორც გამოცდილებას, ასევე თავდაჯერებულობის ასპექტში. იღბლიანი ვარ, რომ ასეთ მამაც და კვალიფიცკიურ კოლექტივში მიწევს მუშაობა. ფეხბურთელები მარტივად ითვისებენ ყველაფერს. ასენსიო ძალიან კარგად გაისარჯა. ვიცით, რამხელა ხიფათის შექმნა შეუძლია მას მეტოქისთვის. მარკო კარგად კომბინირებს და აქვს შესანიშნავი დარტყმა.“

„ვფიქრობ, სწორედ ეს არის ასენსიოს პოზიცია. როდესაც ის ცენტრში შემოდის, ბურთი აქვს მარცხენა ფეხზე და ამ დროს მეტად სასარგებლოა.“

„კარიმი მოწოდების სიმაღლზეა. მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი ირიცხება. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ თავდასხმაში, არამედ ყველა კომპონენტში ბენზემა სრულყოფილად გამოიყურება.“

„როდესაც ფრანგს დასჭირდება დასვენება, იოვიჩს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. სერბს საკმაოდ რთულ კონკურენციაში უწევს მოღვაწეობა. მას ჰქონდა 2 კარგი შანსი განვლილ მატჩში და სასარგებლოდ გამოიყურებოდა „ვალენსიას“ წინააღმდეგაც.“

„„კონკურენტები? საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავს, ლა ლიგა ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.“

„„ბარსელონას“ სატურნირო მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, მაგრამ ვითარებას მალე გამოასწორებს. მეცინება, როცა „ბარსაზე“ მეუბნებიან, რომ ჩემპიონობისთვის არ იბრძოლებს.“

„არა ერთხელ მითქვამს, ჩვენი შემადგენლობა გამოცდილებისა და ახალგაზრდული სულისკვეთების კარგი შერწყმაა. ასაკით პატარა ფეხბურთელები საკმაოდ ხარისხიანი ბურთაობით იჩენენ თავს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკა თამაშობს გადამწყვეტ როლს ფეხბურთში. მოედანზე მყოფმა მოთამაშეებმა მზადყოფნა დაამტკიცეს, რაც შთამბეჭდავია.“

„„რეალის“ ნახევარდაცვის მომავალი ისეთ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული, როგორებიც ვალვერდე, კამავინგა და ბლანკო არიან. ცხადია, კაზემირო, მოდრიჩისა და კროოსის ტრიო არ უნდა გამოგვრჩეს. მოედნის ცენტრი ჩვენი ძლიერი მხარეა.“


1

23 სექტემბერი 2021 10:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
რეალის ძალა უფრო სერიოზულ გუნდთან გამოჩნდება.მალიორკა არ არის რეალის საპირწონე,რომ მისი განადგურებით მოიწონო თავი.

2

23 სექტემბერი 2021 11:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ზოგი მალიორკებთანაც ვერ ბრწყინავს და თუ იგებენ, იმასაც სვარკა თამაშით 0-1-ს.
ასე რომ ასეთი ლაღი, ლამაზი თამაში ყველა ვარიანტში დასაფასებელია.

3

23 სექტემბერი 2021 11:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ციტატა: zizu2020
რეალის ძალა უფრო სერიოზულ გუნდთან გამოჩნდება.მალიორკა არ არის რეალის საპირწონე,რომ მისი განადგურებით მოიწონო თავი.


გეთნხმები, მაგრამ თუნდაც ასეთი დონის გუნდებთან ეფექტური თამაში ლა ლიგის მოგებისთვის საჭიროა. ზიდანის რეალი ვერცერთ მეტოქეს ვერ უტანდა გოლებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)