1/4-ის სიმბოლური გუნდი
როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალები. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ სიმბოლური გუნდი...
მეკარე: ფერნანდო მუსლერა
ამ გოლკიპერმა შესანიშნავად იასპარეზა განასთან მატჩში. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ურუგვაი ნახევარფინალში გავიდა.
დაცვა:
სერხიო რამოსი: მადრიდის ”რეალის” მარჯვენა მცველი კარგი იყო ისევე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც. ის ძალიან ხშირად ერთვებოდა შეტევებში და უკანაც არ ჰქონია პრობლემა.
პერ მერტესაკერი: გერმანელი მცველი უდაოდ უშეცდომო იყო არგენტინასთან შეხვედრაში. მან სრულყოფილად გაანეიტრალა კარლოს ტევესი.
არნე ფრიდრიხი: მუნდიალის დაწყებამდე მასში ბევრს ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ თქვენთვითონაც ხედავთ, რომ ის შეუდარებლად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ ამოცანას.
ხუან კაპდევილა: ”ფურია როხას” მარცხენა მცველი, ისევე როგორც სერხიო რამოსი, ისიც ერთვებოდა შეტევებში. ერთი სიტყვით ესპანელთა განაპირა მცველები საუკეთესონი იყვნენ 1/4-ში.
ნახევარდაცვა:
ბასტიან შვაინშტაიგერი: არის ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი? ეს კითხვა უფრო და უფრო ხშირად ისმევა იმიტომ, რომ ბასტიანი ნამდვილად ბრწყინვალეა. ის შესანიშნავია შეტევაშიც და დაცვაშიც. მას მიჰყავს ბუნდეს მანქანა გამარჯვებამდე.
დირკ კიუიტი: ჰოლანდიელი შემტევის ამოცანა გახლდათ მაიკონთან ორთაბრძოლაში წარმათებით თამაში, რაც დირკს ძალიან კარგად გამოუვიდა.
კევინ პრინც ბოატენგი: ფეხბურთში მნიშვნელოვანია კარგად შეგეძლოს აკონტროლო დაცვისა და თავდასხმის საზღვარი, რაც განელს შესანიშნავად გამოსდიოდა.
ვესლი სნეიდერი: მადრიდის ”რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტს დუბლი შეუსრულა და გაიყვანა მისი ნაკრები მომდევნო ეტაპზე.
თავდასხმა:
მიროსლავ კლოზე: ალბათ ყველა დარწმუნდა იმაში, რომ გერმანელები შესანიშნავად ასპარეზობენ, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ კლოზეს გოლის ალღოს გარეშე, მათი წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დიეგო ფორლანი: ურუგვაელი ფორვარდი მართლაც, რომ ბევრ პრობლემებს უქმნიდა განელებს. იგი იწყებდა და ანვითარებდა გუნდის იერიშებს.
ინფორმაციის წყარო:goal.com
- 4 ივლისი 2010
- 1 808
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.