ანჩელოტი:,,გუნდმა საერთო ძალისხმევით მოიგო"
კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ვერ ვიტყვი, რომ გუნდს მოედანზე კონკრეტული მიზანი არ ჰქონდა. დიახ, ხშირად იყო ქაოტური მოქმედებები, როგორც ერთი, ასევე მეორე კოლექტივის მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ კარგი დაპირისპირება გამოვიდა და გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო. ჩემი მიზანი ფეხბურთელების საუკეთესო თვისებების შეკრება და გამოყენებაა.“
„შესანიშნავი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ ტექნიკური მონაცემები საკმარისი არ არის და დღევანდელ ფეხბურთში შემართებას, პიროვნულ მახასიათებლებს და სხვა ასპექტებსაც აქვს მნიშვნელობა.“
„საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ გაუმჯობესება გვმართებს, განსაკუთრებით ამის თქმა დაცვაზე შეიძლება, სადაც კვლავ გვქონდა შეცდომები. გამარჯვება დაუოკოებელმა სულისკვეთებამ და მოტივაციამ მოგვიტანა. გასახდელში ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ამ მოგებით გუნდმა საკუთარი ხასიათი აჩვენა.“
„ცვლილებებმა გაამართლა. ისკომ, იოვიჩმა, კამავინგამ, როდრიგომ და ვასკესმა თამაშის შეცვლა მოახერხეს და გუნდი უფრო მრავალფეროვანი გახადეს.“
„აზარის თამაშით კმაყოფილი ვარ, ბელგიელმა კარგი კომბინაციები და სისწრაფე შემოგვთავაზა, ის ბენზემასთან და ვინისიუსთან ერთად ხშირად ქმნიდა სახიფათო მომენტებს და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო.“
- 20 სექტემბერი 2021
- 3 084
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.