ვარანი:„„რეალში“ დარჩენა კარგ შედეგებს არ მომიტანდა“
რაფაელ ვარანმა მადრიდის „რეალის“ დატოვებასა და მანჩესტერ „იუნაიტედში“ სადებიუტო დაპირისპირებებზე ისაუბრა.
„ჩემი ეპოქა მადრიდის „რეალში“ განსაკუთრებული იყო. ესპანეთის დედაქალაქში 10 წელიწადი გავატარე, მაგრამ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. „ბლანკოსში“ დარჩენა ჩემთვის უკვე ცუდი იქნებოდა, ვინაიდან კვლავ კომფორტის ზონაში დავრჩებოდი და როგორც სპორტსმენი, პროგრესს ვეღარ ვაჩვენებდი. მანჩესტერ „იუნაიტედში“ დიდ პერსპექტივას ვხედავდი და ახლაც მადლობას ვუხდი „მერენგების“ ხელმძღვანელობას ჩემი პოზიციის გაზიარებისთვის.“
„ინგლისში შესანიშნავი მიღება მქონდა. „მანჩესტერი“ არის ახალგაზრდა, პერსპექტიული და დინამიური გუნდი, რომელიც ძველ დიდებას მალე დაიბრუნებს. პრეზენტაციის დღე ემოციებით სავსე იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. აქ განსხვავებული გარემო და მოტივაციაა.“
„კრიშტიანო რონალდუ ყოველთვის გოლეადორი იყო და ასე იქნება იქამდე, სანამ კარიერას არ დაასრულებს. პორტუგალიელის სახით მსოფლიო ფეხბურთს ნამდვილი პროფესიონალი ჰყავს. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა კრიშტიანოსთან ერთად კიდევ თამაში.“
„პოლ პოგბას კარგად ვიცნობდი, ჩვენ ნაკრებებში ათეულობით მატჩი გვაქვს ჩატარებული. მანჩესტერში ჩამოსვლის შემდეგ პოლის დახმარება თვალშისაცემია, ის ადაპტაციაში მეხმარება. პოგბას შესანიშნავი ხასიათი და იუმორი აქვს.“
- 19 სექტემბერი 2021
- 4 218
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.