ანჩელოტი კამავინგას სასტარტოსთვის ამზადებს
არაერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით, კარლო ანჩელოტი ედუარდო კამავინგას სასტარტო შემადგენლობისთვის ამზადებს და არ არის გამორიცხული, ფრანგმა ახალწვეულმა „მესტალიაზე“ მატჩი პირველივე წუთებიდან დაიწყოს.
ანჩელოტის ლუკა მოდრიჩის გადატვირთვა არ სურს. სანაკრებო მატჩების შემდეგ ხორვატმა მადრიდში სრული დატვირთვით ითამაშა. ლუკიტას ფაქტობრივად 3 დღეში ერთხელ უწევს მოედანზე გასვლა, რაც ტრავმის რისკს ზრდის.
იმ ფონზე, რომ კარლოს განკარგულებაში ტონი კროოსიც არ არის, კამავინგას შანსები იზრდება.
„ას“-ის ინფორმაციით, „ვალენსიასთან“ დაპირისპირებაში ნახევარდაცვის სამეული შესაძლოა კაზემირომ, ვალვერდემ და კამავინგამ დააკომპლექტონ.
- 19 სექტემბერი 2021
- 901
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.