როდრიგო 20 წლის ასაკში 150-ე პროფესიონალურ მატჩს გამართავს
იმ შემთხვევაში, თუ როდრიგო გოეში „მესტალიაზე“ გამოჩნდება, ნამდვილად ისტორიული ფაქტი დაფიქსირდება.
20 წლის ასაკში ბრაზილიელი წინახაზელი ახლოს არის 150-ე პროფესიონალური მატჩების ჩატარებასთან, საიდანაც ფაქტობრივად ნახევარი უკვე მადრიდის „რეალზე“ მოდის.
გოეშმა „ბლანკოსში“ 2019/20 წლების სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2020/21 წლების სეზონში 33-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, მიმდინარე სეზონში კი უკვე 5-ჯერ შევიდა მოედანზე და „მესტალიაზე“ მეექვსედ გამოჩნდება.
წინახაზელი „მერენგების“ მაისურს 65-ედ მოირგებს, საერთო ჯამში კი პროფესიონალურ დონეზე 150-ე დაპირისპირებას გამართავს. მადრიდში ტრანსფერამდე ამომავალ ვარსკვლავს სამშობლოში 85 პაექრობა ჰქონდა აქტივში.
დაგვეთანხმებით, 20 წლის ასაკში ასეთი სტატისტიკა ნამდვილად მრავლისმეტყვებელი ფაქტია.
- 19 სექტემბერი 2021
- 657
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.